Loading data...
ოკუპირებულ ცხინვალში სროლის შედეგად „სამართალდამცავი ორგანოს“ 2 თანამშრომელი დაიჭრა

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა იყო. როგორც Кавказский Узел წერს, შედეგად  ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს 2 თანამშრომელი დაიჭრა.

გამოცემის წყაროს ცნობით, ერთმანეთის მისამართით გასროლა მილიციელმა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა განახორციელეს 6 ოქტომბრის ღამეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და საავადმყოფოშია  გადაყვანილი.

„29 და 31 წლის პირები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდარს გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რომელმაც „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს სრულყოფილი გამოძიების ჩატარება დაავალა.