Loading data...
ISW: პუტინი არ აპირებს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირებას

რუსეთის ხელისუფლება 90 მილიარდი რუბლის (948 მილიონი ამერიკული დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რაც 2025 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ სამხედროებისთვის ერთჯერადი გადასახადებისთვის უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ამ გზით ცდილობს, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შენარჩუნებას. 

„ეს მოწმობს, რომ კრემლი უკრაინაში ომისთვის საჭირო ადამიანური ძალის მოსაზიდად „კრიპტომობილიზაციის“ გაგრძელებას გეგმავს იქამდე, სანამ ეს სისტემა ეფექტური იქნება“, - ვკითხულობთ ISW-ის ანგარიშში.

ISW-ის ცნობით, რუსეთი სამხედრო კონტრაქტის გასაფორმებლად ერთჯერადი გადასახადის სახით 400 000 რუბლს სთავაზობს მებრძოლებს, რაც 4 200 აშშ დოლარია. 

„თუ ეს ტარიფები შენარჩუნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი 225 ათასი ახალი საკონტრაქტო ჯარისკაცის მოზიდვას აპირებს 2025-იდან 2027 წლამდე პერიოდში.

პუტინსა და რუს სამხედრო მეთაურებს, როგორც ჩანს, არ სურთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შემცირებასთან შეგუება, რადგან ისინი ინიციატივის შენარჩუნებას აქტიურად განიხილავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.