Loading data...
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

საერთო კრებაზე გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე.

საერთო კრებაზე ელექტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც ისაუბრეს.

ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ არქივის გაციფრულების პროცესი მიმდინარეა. ამ ეტაპზე დიგიტალიზირებულია 427 ნოტარიუსის არქივი.