Loading data...
ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე: სტაციონარულ მკურნალობას აღარ ითხოვდა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, გაწერილ იქნა შესაბამისი ჩანაწერით

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას სტაციონარის პირობებში მკურნალობა გაეგრძელებინა. 

„პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ნორმალურად და კარგად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა.

სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, გაწერილ იქნა შესაბამისი ჩანაწერით, როგორც სხვა პაციენტების შემთხვევებში ხდება. ეცნობა ეს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამსახურს და გადაიყვანეს კლინიკიდან“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ „კურიერთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.