1762952684
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1310 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1321 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0641 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 ნოემბერს შევა ძალაში.