ნია გიუნაშვილი: ყველა რეგულაცია, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, უნდა მოიაზრებდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებასაც
„ჰაერის დაბინძურება გახლავთ დაკავშირებული ყველაზე უფრო მსხვილ დაავადებებთან, ყველაზე მსხვილ მკვლელებთან, ეს არის - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები და დიაბეტი, რომელიც მთლიანი სიკვდილიანობის დაახლოებით 97%-ს შეადგენს საქართველოში“, - ამის შესახებ NCDC-ს გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტმა ნია გიუნაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაანგარიშებების შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 7 000-მდე სიკვდილი არის ასოცირებული ჰაერის დაბინძურებასთან.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაანგარიშების შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 7 000-მდე სიკვდილი არის ასოცირებული ჰაერის დაბინძურებასთან, ხოლო თავად ჰაერის დაბინძურება დიდ პრობლემას წარმოადგენს ურბანული დასახლებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში - თბილისისათვის.
ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არის - საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, ყველა ტიპის რეგულაცია, რომელიც ჰაერის ხარის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა, უნდა მოიაზრებდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს“, - აცხადებს ნია გიუნაშვილი.