1785947114
საზოგადოება
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა
საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა.
ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით 20:11 საათისთვის გაითიშა.
ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად ორჯერ, 24 და 25 ივლისს შეწყდა. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.