„მშვიდობა იყოს თქვენთან“ - რომის პაპის პირველი სიტყვები

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს ახალმა პაპმა ლეო XIV-მ პირველი სიტყვებით მიმართა: „მშვიდობა იყოს თქვენთან“.
„ეს არის აღმდგარი ქრისტეს პირველი მისალმება, კეთილი მწყემსისა, რომელმაც თავისი სიცოცხლე ღმერთს შესწირა“, - განაცხადა მან და ახსნა თავისი მისალმების არჩევანი.
„და მე ასევე მსურს, რომ ეს მშვიდობის მისალმება შევიდეს ჩვენს გულებში და ჩვენს ოჯახებში“, - დასძინა მან.