Loading data...
მომსახურების სააგენტო: გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

5 და 6 იანვარს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებში - 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.