1766667990
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1777 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1803 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0629 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 დეკემბერს შევა ძალაში.