Loading data...
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

მიმდინარე წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისმა უნეტარესობამ მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისათვის.

საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც დიდი მოღვაწე და ეკლესიის აღმშენებელი გახლდათ.

შეხვედრის დასასრულს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა.