Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე, მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე. ხაზი გაესვა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, პარლამენტთაშორისი დიალოგისა და ჩართულობის გააქტიურებისათვის.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.