1766089209
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდანი 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად ითვლება.