Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.

„გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა!

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი „თბილისი არენაზე” გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დავესწარი.

მატჩის შემდეგ შევხვდით სპორტსმენებს, მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ მომავალ შეხვედრებში.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას“, - აცხადებს ყაველაშვილი.