მიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო – მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.
მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება.
მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
We are deeply saddened by the passing of His Holiness Pope Francis.
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) April 21, 2025
On behalf of the Georgian people, I offer my heartfelt condolences to the Holy See, the Catholic Church, and the millions of faithful worldwide.
Pope Francis will be remembered as a spiritual leader of…