1785951359
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, – აღნიშნავს ყაველაშვილი.