Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: გამარჯვებას ვულოცავ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და სრულიად საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს.

„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და სრულიად საქართველოს! საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დავესწარი. მატჩის შემდეგ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს შევხვდი, მათ გამარჯვება პირადად მივულოცე და წარმატებები ვუსურვე“, - აცხადებს ყაველაშვილი. 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.