Loading data...
მეუფე სტეფანე პატრიარქზე: უწმინდესი ჩვენი მფარველი გახდა, ძალიან დიდი დანაკარგია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ კარგად

„ვიზიარებ მთელი ერის მწუხარებას. ჩვენთვის არის ძალიან დიდი დანაკარგი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ კარგად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ილია მეორე საქართველოს მფარველი გახდა.

„ვიზიარებ მთელი ერის მწუხარებას. ილია მეორე იყო ჩვენი პატრიარქი, ჩვენ მასთან ვიყავით, ის ჩვენთან იყო. ახლა უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას, სადაც პატრიარქი ჩვენი უკვე აღარ არის მიწიერად, მაგრამ ზეციურად ჩვენი მფარველი დარჩება და სულ იქნება. ყველა ვართ ჭირისუფალი. ჩვენთვის არის ძალიან დიდი დანაკარგი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ კარგად. უწმინდესი ჩვენი მფარველიც გახდა. ღმერთმა მისი მფარველობა არ მოაკლოს სრულიად საქართველოს. უფალმა აჩვენა, რომ ჩვენი პატრიარქი უბრალო კაცი არ იყო. ღმერთმა დაგლოცოთ“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.