მეუფე შიო: გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჩამოსულ სასულიერო პირებსა და სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს.
ამ სამგლოვიარო დღეებში ჩვენთვის დიდი ნუგეშია, სულიერი მხარდაჭერაა და შეწევნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება.
ჩვენთან ბრძანდებიან ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი, უწმინდესი დანიელი, უნეტარესი იოანე, უნეტარესი როსტისლავი, უნეტარესი ტიხონი და ასევე, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის, ჩვენი ტკივილის და მწუხარების გაზიარებისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.