Loading data...
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. 7 აპრილს ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ჩატარდება.

ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ლუკას სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის ნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის გახდებოდა მაცხოვრის მშობელი.

ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.