Loading data...
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

საპატრიარქოს ცნობით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.