Loading data...
„მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ - სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.

თავის მოკლე მიმართვაში მთავარეპისკოპოსმა ელიამ დაწერა:

„საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“

ამ სიტყვებით მთავარეპისკოპოსმა პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.