Loading data...
მამა საბა გაზდელიანი: ყველამ კარგად იხილეთ, თუ რამდენად მასშტაბური და ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა, გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ

გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ და ასევე გამოჩნდა ერთობა, რადგან ყველა დიდი სიყვარულით მიემართებოდა სამების ტაძრისკენ, სადაც ელოდათ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მანაც ძალიან დიდი, მამობრივი სიყვარული გამოხატა მრევლის მიმართ, - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბა გაზდელიანმა.

მისივე თქმით, მსვლელობა მასშტაბური და კარგად ორგანიზებული იყო.

„ოჯახი არის ღვთივკურთხეული და ოჯახი ეს არის მცირე ეკლესია, სადაც ვიზრდებით, ვსწავლობთ პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას, რწმენას და ზოგადად ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენი ცხოვრების თანამდევია“, - განაცხადა მამა საბამ.