Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, კომპლექსში - „Silk Road Samarkand“ - ქართული პავილიონი გახსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

გახსნის ცერემონიას დაესწრო იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე.

ექსპოზიცია ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციასა და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას ეძღვნება და კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოეწყო.

გამოფენა მოიცავს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატების ასლებს. პავილიონში ასევე წარმოდგენილია სტენდები, რომლებზეც ასახულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და არამატერიალური მემკვიდრეობა.