1769791105
საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეოთხე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, აჰმად ჰასენ ალ-ჰამადისთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.