Loading data...
მაია ომიაძე: სტუმარმასპინძლობა არის საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი და ის იდენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ეს ყველაფერში გამოიხატება

„სტუმარმასპინძლობა არის საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი და ის იდენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ეს ყველაფერში გამოიხატება“, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს მსოფლიო გასტრო ფესტივალში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

„წელს შარშანდელი გამოცდილებით უკვე გვცნობენ კიდეც. სტუმრები, მედია საშუალებები სპეციალურად მოდიან იმისთვის, რომ ქართული კუთხე ნახონ, ქართული კერძების და ქვეყნის პრეზენტაციას დაესწრონ. ჩვენთან ერთად იმყოფება ღვინის ადმინისტრაცია და მასაც აქვს ქართული ღვინის 8 ათას წლოვანი ტრადიციის გაცნობითი პრეზენტაცია, ქვეყნის პრეზენტაცია ბრიტანელი სტუმრების მიმართ“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.