Loading data...
ლევან მოსეშვილი: ყველას გელოდებით ქუთაისში, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს ქუთაისშია წარმოდგენილი ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ფოსტასთან ერთად.  ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქუთაისში 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ იწვევს.

„გელოდებით ყველას! ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისში მრავალფეროვანი აქტივობებით ვართ წარმოდგენილი. ბალახვანში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოსულ სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ: ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, როგორიცაა: გასართობი აქტივობები, მოსასვენებელი კუთხე და ჩემოდნების ფოტოზონა. სივრცეში ასევე, განთავსებულია ვირტუალური რეალობის (VR) ზონა.

ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი თვითმფრინავის კუდის ფორმის ფრენის სიმულაციის ოთახი. ქუთაისში მოსულ დამთვალიერებელს დახვდება სხვადასხვა ვორქშოპები და საბავშვო გასართობი აქტივობები“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ქუთაისის ძირითადი ღონისძიების გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა.