Loading data...
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში იმერული კერძების დასაგემოვნებლად, ვიზიტორებს მასპინძლობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი, იმერეთში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა, გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, არის პროექტის ერთ-ერთი მასპინძელი.

GEMO FEST-ი იმდენად წარმატებული გახდა, რომ უკვე ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს პირველად, 2 დღის ნაცვლად ფესტივალი, 3-დღიანი გახდა.

მინდა ვუსურვო ქუთაისელებს და ქუთაისის სტუმრებს დააგემოვნონ იმერული კერძები და ისიამოვნონ იმერული გარემოთი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პროექტი, უკვე, მესამე წელია წარმატებით იმართება ქუთაისში, რომლის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა, აქვთ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები უკვე მეორე დღეა აგემოვნებენ.