Loading data...
ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.