1762780137
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7065 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1293 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1272 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0641 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 ნოემბერს შევა ძალაში.