Loading data...
ლაშა ავალიანი: სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის პრევენციისა და კონტროლის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, 200-250 ათასი ძაღლისა და კატის ვაქცინაცია ხორციელდება

„ცოფის პრევენციისა და კონტროლის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება პატრონიანი ცხოველების. მასშტაბურ რიცხვებზეა საუბარი - 200-250 ათასი ძაღლისა და კატის ვაქცინაცია ხორციელდება ყოველწლიურად“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ავალიანის თქმით, პროგრამის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ცოფის შემთხვევები 92%-ით არის შემცირებული.

„ცოფის პრევენციისა და კონტროლის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება პატრონიანი ცხოველების. მასშტაბურ რიცხვებზეა საუბარი - 200-250 ათასი ძაღლისა და კატის ვაქცინაცია ხორციელდება ყოველწლიურად. რიცხვებს მოვიშველიებ - ჩვენთვის ინდიკატორული წელი არის 2013 წელი, როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, 116 ცოფის შემთხვევა იყო ცხოველებში და შარშან ეს რიცხვი ცხრამდე შემცირდა.

პროექტებში ეს არის 92%-იანი შემცირება ცოფის შემთხვევების, რომელიც არა მხოლოდ რეგიონისთვის ამ მოკლე პერიოდში, არამედ ზოგადად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომლის ირგვლივაც ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემები, ძალიან კარგი შედეგია. თუმცა, სწორედ ამ შედეგმა განაპირობა ის, რომ ჩვენ დამატებით მივიღეთ ის ფუნქცია, რომელსაც ჰქვია პოპულაციის მართვა და ამასთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე, ყოველ თვიურად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს გამოცდილებას და სწორედ, აქ გვჭირდება ყველა იმ დაინტერესებული მხარის ჩართულობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეთ წინ“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.