Loading data...
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 

ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი საკუთარი Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.