Loading data...
კულტურის სამინისტრო: პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე - ყველა სტიპენდია, მათ შორის ფონდი „ქართუს“ სტიპენდიები, უცვლელად და დროულად ირიცხება ყოველთვიურად

პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას კულტურის სამინისტრომ „რუსთაველის პრემიის“ გამოყოფა შეუწყვიტა, „იმედინიუსი“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.

„ყველა სახელმწიფო პრემია, ყველა სტიპენდია, მათ შორის ფონდი „ქართუს“ სტიპენდიები, უცვლელად და დროულად ირიცხება ყოველთვიურად“, - აცხადებენ სამინისტროში.