Loading data...
კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და ავუხსნიდით, რომ შებრძანებულიყვნენ და საფრთხე არ იყო. არსებობს დასკვნა და იმის საფუძველზე ჩვენ ისინი შევიყვანეთ, შუქიც აქვთ, აქვთ გაზი, მიეწოდებათ წყალი. არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამაში თვითონ 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად“, - აცხადებს თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი დაშავდა.