Loading data...
ქობულეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ხანძარს 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მეზობლების ინფორმაციით, დაღუპული მარტოხელა იყო და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. 

ხანძრის 📷 აჭარის ტელევიზია ავრცელებს.