Loading data...
ქობულეთში, გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში, გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველს მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ცნობით, პოლიციის ეკიპაჟი ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო მისული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.