Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0082 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0310 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0854 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 ივნისს შევა ძალაში.