Loading data...
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.