Loading data...
კლუბი მილანი: მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში სტუმრობას

„გლორია მიემგზავრება საქართველოში. მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში სტუმრობას“,- ამ წარწერით აქვეყნებს 21 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი ლეგენდების მატჩის შესახებ საინფორმაციო პოსტერს კლუბი „მილანი“.

პოსტერზე მილანის ყოფილი მცველი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძის ფოტოა გამოსახული.

21 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეგობრული მატჩი გაიმართება.

საქართველოს ლეგენდების ნაკრები იტალიური „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ იასპარეზებს.