1784917913
საზოგადოება
ხანძარი თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცი გადაარჩინეს
ხანძარი იყო თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე. ცეცხლი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე დროულად მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება და ბინიდან მამაკაცის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.