1749304421
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირზე, N67 - N69-ის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ქეთევან დედოფლის გამზირის N67 - N69-ის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება სასრიალო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები, დამონტაჟდება ახალი განათების ქსელი ლედ სანათებით, ასევე, განახლდება ფიტნესზონა და სპორტული მოედანი.
სკვერის ირგვლივ მოეწყობა ველობილიკი, ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. პროექტი, გამგეობის ბიუჯეტიდან 700 000 ლარით დაფინანსდება.
ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.