Loading data...
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, სოფელ ბზუბზუსთან ხევში გადავარდა. 

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია მძღოლი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.