1773772992
საზოგადოება
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მივიდნენ
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფება, მთავრობის წევრები იკრიბებიან.
კლინიკაში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ამასთან, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს.