1774126520
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.
სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.