Loading data...
კატარის არქიეპისკოპოსმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა

კატარის არქიეპისკოპოსმა არისტოვულოსმა კატარში საქართველოს საელჩოს შენობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი კატარში ვარლამ ავალიანი ავრცელებს. 

„მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მის მაღალუსამღვდელოესობას კატარის არქიეპისკოპოსს არისტოვულოსს დოჰაში საქართველოს საელჩოში ვიზიტისთვის და ღრმა მწუხარების გამოხატვისთვის მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილი მეორის გარდაცვალების გამო. დიდად ვაფასებ სოლიდარობის ამ ჟესტს“, - წერს ვარლამ ავალიანი.

View this post on Instagram

A post shared by Vako Avaliani (@vakoavaliani)