Loading data...
„ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის კანდიდატი, დავით ჭელიძე მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე „სამკუთხედ ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ძველი ნაძალადევი-ლოტკინის კანდიდატმა ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.

„წინასაარჩევნო შეხვედრა გავმართეთ იმ უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოსახლეობას გავაცანით ჩვენი გუნდის პრიორიტეტები, 4-წლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოქალაქეებთან ინდივიდუალურად განვიხილეთ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხები“, - აღნიშნა დავით ჭელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ხელაძე და დედაქალაქის საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე შეხვდნენ.