1783101609
საზოგადოება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია დასრულდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 24-ვე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია დასრულდა. ცენტრის ცნობით, საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.
6, 7 და 8 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდებს ჩააბარებენ, ხოლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს გაიმართება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო 23-24 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს.