1787928562
საზოგადოება
კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კაცი დაიღუპა - ორი პირი მძიმე მდგომარეობაშია
კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.