1749979427
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
პირველი ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც, შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.