ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
19 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ჭავჭვაძის გამზირი N41-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 დეკემბერს, ღამის 23:00 საათიდან 20 დეკემბრის დილი 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის N 39, 41 და ჭავჭავაძის I შესახვევს, თამარაშვილის N1, 3, 5, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩას, მიქელაძის ქუჩას და I ჩიხს, აბულაძის ქუჩას და I ჩიხს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge